გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კვლავ გამოჩნდნენ. ისინი მეორე დღეა, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისთვის საჭირო სამუშაოებს ახორციელებენ, ამონტაჟებენ რკინის ბოძებს, სადაც შემდეგ, სავარაუდოდ, მავთულხლართებს დაამაგრებენ.
როგორც ადგილობრივები სოფელ ხურვალეთში ამბობენ, ტერიტორია, რომელზეც ოკუპანტები დღეს დილიდან მუშაობენ, საქართველოს კონტროლირებადია და ის არასოდეს ყოფილა ოკუპირებული და არ შედიოდა ცხინვალის რაიონშიც კი.