ე.წ. საბერიოს კლასტერის კიდევ 7 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი "ენგურჰესის" თანამშრომლები არიან და მათ სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წამოიყვანენ.
სულ, ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში 53 პირია ინფიცირებული.
რაც შეეხება ეპიდვითარებას სამეგრელოში, ბოლო რამდენიმე დღეა, იქ Covid 19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. რუხის კლინიკიდან უკვე გაწერეს გამოჯანმრთელებული ფოთელი მეხანძრე-მაშველი და თბილისიდან ჩასული ახალგაზრდა ქალი, რომელიც მარიამობას ზუგდიდში მატარებლით ჩავიდა და სასტუმროში დაბინავდა.
რუხში 64 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 60 კოვიდდადასტურებულია.