ამ წუთებში "რუსთავი 2 -ში" თანამშრომლების ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო. მას შემდეგ, რაც "კურიერის" წამყვანს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, არხზე უსაფრთხოების საგანგებო ზომები ამოქმედდა.
ვმუშაობთ მკაცრად გაწერილი პროტოკოლით. ეს არის შემოწმებები, შენობის ყოველდღიური დეზინფექცია, დისტანცია და PCR ტესტირება.
პირველ ეტაპზე, ტელევიზიაში ჩატარებული ტესტების ყველა პასუხი, დახლოებით, 400-მდე ნიმუში უარყოფითი იყო.
"დღეს მიმდინარეობს განმეორებითი ტესტირება იმ ადამიანებისა, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა თეონასთან ბოლო დღეებში, ასეთი დაახლოებით, სულ 60 ადამიანია.
ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული პროტოკოლი, ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ე.წ საინკუბაციო პერიოდია, მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს წესები და ფაქტობრივად, აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა, თუნდაც ეზოში. ასევე, აკრძალული გვაქვს გადაცემებში სტუმრების მოსვლა, -აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია.
"კორონას ერთ-ერთი სივერაგე მდგომარეობს იმაში, რომ საინკუბაციო პერიოდი, ანუ მისი ორგანიზმში გაღვიძების ვადა, შეიძლება, 12 დღემდე გაგრძელდეს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ.
ის ფაქტი, რომ გუშინ ყველა პასუხი იყო უარყოფითი, ძალიან კარგი ტენდენციაა, თუმცა ეს არხის მენეჯმენტს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ეს არის პროტოკოლი, რომელიც შევიმუშავეთ დაავადების მართვის ეროვნულ ცენტრთან ერთად. ოფისში ყოველ 24 საათში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ასეთი გზით, ჩვენ ვცდილობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეექმნას საფრთხე თანამშრომლებს, და არც იმათ, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს,"- აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი.