23 დეკემბერი 2024,   07:27
ვრცლად
"რუსთავი 2-ში" მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს - გადაცემებში სტუმრების მოსვლა აიკრძალა

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირქტორის განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ტელევიზიაში მკაცრი საკარანტინო წესები იმოქმედებს. პაატა სალიას ინფორმაციით, გადაცემებში სტუმრების მოსვლა, არსებული ეპიდვითარების გათვალისიწინებით, შეზღუდულია.

"დღეს მიმდინარეობს განმეორებითი ტესტირება იმ ადამიანებისა, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა თეონასთან ბოლო დღეებში, ასეთი დაახლოებით სულ 60 ადამიანია.

ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული პროტოკოლი, ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ე.წ საინკუბაციო პერიოდია, მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს წესები და ფაქტობრივად აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა, თუნდაც ეზოში. ასევე აკრძალული გვაქვს გადაცემებში სტუმრების მოსვლა", -აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია.

"რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირქტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, არ შეექმნათ საფრთხე როგორც თანამშრომლებს, ასევე იმ ადამიანებს ვინც არხთან თანამშრომლობს.

"კორონას ერთ-ერთი სივერაგე მდგომარეობს იმაში რომ საინკუბაციო პერიოდი, ანუ მისი ორგანიზმში გაღვიძების ვადა შეიძლება 12 დღიემდე გაგრძელდეს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ. 

ის ფაქტი, რომ გუშინ ყველა პასუხი იყო უარყოფითი, ძალიან კარგი ტენდენციაა, თუმცა ეს არხის მენეჯმენტს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ეს არის პროტოკოლი რომელიც შევიმუშავეთ დაავადების მართვის ეროვნულ ცენტრთან ერთად. ოფისში ყოველ 24 საათში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ასეთი გზით ჩვენ ვცდილობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ შეექმნას საფრთხე თანამშრომლებს, და არც იმათ ვინც ჩვენთან თანამშრომლობს,"- აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი.

დღის ამბები