აჭარაში დღეს კორონავირუსის 88 შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ რეგიონში შიდა გავრცელებაა დაწყებული, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"კონტროლის ქვეშ არის სიტუაცია, პანიკის საფუძველი არ არსებობს. გარე ლოკაციებზე, მხედველობაში მაქვს კარვები და პოლიკლინიკები, სულ არის აღებული 2389 ტესტი. ჰოსპიტალურ ქსელში ამჟამად იმყოფება 277 პირი, მათგან 78 არის ე.წ. კოვიდკარანტინში, ანუ ეს გახლავთ ასიმპტომური მსიბუქი ფორმები.
ყველგან არის გავრცელება, ამიტომ კლასტერული მიმართულებით პასუხები დაიხურა,“ - ამბობს რუსუდან შავიშვილი.