19 მაისი 2024,   11:46
ვრცლად
დააკავეს პირი, რომელმაც ერთ-ერთი მოქალაქის ონლაინკაზინოსა და ტოტალიზატორ "აჭარაბეთის" ანგარიშზე შეაღწია

პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ივნისს პირმა უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ "აჭარაბეთის" ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს მიბმული ჰქონდა "საქართველოს ბანკის" პლასტიკური ბარათი. ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი.

დღის ამბები