17 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
"ლელოს" ზუგდიდის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გამართეს

"ლელოს" ზუგდიდის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, საგანგებო ბრიფინგის შემდეგ "ქართული ოცნების" ოფისთან აქცია გამართეს.

ისინი სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსს ბულინგსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მუქარაში ადანაშაულებენ.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ გვასალიამ ისინი სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელად მოიხსენია. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს აპარატის უფროსი, რომელიც ამბობს, რომ მან სოციალურ ქსელში მხოლოდ სახუმარო პოსტი გამოაქვეყნა.

დღის ამბები