19 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციაში - ეროვნული ნაკრების მწვრთნელების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს უპირისპირდება

მორიგი დაპირისპირება მკლავჭიდის ფედერაციაში. ეროვნული ნაკრების მწვრთნელების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს უპირისპირდება.

მათი განცხადებით, მიზეზი ის თანხებია, რომლებსაც მწვრთნელები სახელმწიფოსგან პრემიის სახით იღებდნენ და შემდეგ ჯაჭვლიანს უნაწილებდნენ, რომელსაც თანხა კანონით არ ეკუთვნოდა.

მწვრთნელეიბი ამბობენ, რომ რამდენჯერმე ჯაჭვლიანს ფული აღარ მისცეს, რის გამოც ფედერაციის პრეზიდენტმა ანგარიშსწორება გადაწყვიტა და სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.

მათი ინფორმაციით, საუბარია რამდენიმე ათეულ ათას ლარზე. ჯაჭვლიანი სხვა მიზეზს ასახელებს და ირწმუნება, რომ მწვრთნელებს ლიცენზია არ აქვთ. 

დღის ამბები