24 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
გორში კორონავირუსის 8 შემთხვევა დადასტურდა

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. შემთხვევები თბილისსა და კახეთში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია და გორში გადახდილ ქორწილს უკავშირდება. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ახალა მათი კლინიკებში გადაყვანა მიმდინარეობს.

დილიდან ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოვლენას და ღრმა ეპიდკვლევას დაიწყებენ. საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ნიმუშების აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა.

სულ, შიდა ქართლიდან 12 სექტემბერს 137 ნიმუში იყო გაგზავნილი, მათ შორის იყო სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირების ნიმუშები.

დღეს ლაბორატორიაში 30 ნიმუში გაიგზავნა, რომლის პასუხებს ხვალ ელოდებიან.

დღის ამბები