17 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების არჩევის დროს ხმაური და დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრების არჩევა მიმდინარეობს - ხმაური და დაპირისპირება იყო.​

სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობს" წევრს, დავით მჟავანაძეს, თუმცა მანამდე, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის კომისიის წევრებს  სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, კომისიის წევრები საოლქო კომისიას წინასწარ შერჩეული ჰყავს, რომელთა მიმართაც პრეტენზიები არსებობს.

დღის ამბები