იმერეთში აგრესიული ტესტირება გრძელდება, ბოლო 24 საათში გაიტესტა 1134 ადამიანი, საიდანაც 10 პირს, "კოვიდ 19" დაუდასტურდა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ იმერეთში კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებები გრძელდება.
"ბოლო 24-საათში ჩვენს ლაბორატორიაში 1134 კვლევა ჩატარდა. დღეს 10 ახალი შემთხვევა გვაქვს. დინამიკა შემცირებისკენ გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტების კვლევებს და ზოგადად პრევენციულ ღონისძიებებს,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.