07 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი შვედურმა და ფრანგულმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმაც დაადასტურეს

გერმანიის კვლევითი ცენტრის შემდეგ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლის ფაქტი, ამჯერად შვედურმა და ფრანგულმა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს.

გერმანიის მთავრობა რუსული მხარისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს, თუმცა კრემლის ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე უცვლელია. რუსული მხარე გერმანელი ექიმების კვლევის შედეგების გაცნობას მოითხოვს და გერმანიის სამართალდამცველებს საქმის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ტომსკის აეროპორტში 20 აგვისტოს მოწამლეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში მიმდინარე ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში ალექსეი ნავალნის ორმა თანაპარტიელმა გამარჯვება მოიპოვა, სწორედ იქ, სადაც მოწამლეს.

დღის ამბები