11 სექტემბერი 2026,   18:04
ვრცლად
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერობის კანდიდატთან ერთად საარჩევნო ფლაერები დაარიგა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე, ახალგაზრდებთან ერთად ამომრჩევლისთვის განკუთვნილი მთავარი გზავნილებით ფლაერები დაარიგა. კანდიდატებმა თანაქალაქელებს სამომავლო გეგმები გააცნეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია იმიტომ, რომ აქტიურად არის მოსახლეობა ჩაბმული ჩვენთან დიალოგში და ვთვლი, რომ ზუსტად აი ასეთი შეხვედრები გვაძლევს შესაბამისად სტიმულს მომავალი უკეთესი საქმეების კეთებისათვის," - აცხადებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

დღის ამბები