19 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
გამომდინარე იქიდან რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, იმერეთში ზომების გამკაცრების საჭიროება არ დგას - ზვიად შალამბერიძე

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმერეთის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ყველა ინფიცირებულის პირველწყაროც უკვე გარკვეულია. 

იმერეთის გუბერნატორი ასევე ადასტურებს, რომ დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევიდან ყველა, 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება. 

"ჩვენი ხელისუფლება, დღეს სრულიად აკონტროლებს ყველა რეგიონში ვირუსის მიმდინარეობას. დღევანდელი 13 შემთხვევა მთლიანად უკავშირდება 32-ე სკოლის კლასტერს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ჯერჯერობით, არ გვაქვს შემთხვევა, რომლის პირველწყაროც არ ვიცით. 

ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევა წინასწარ ვიცით, მიუთითებს იმაზე, რომ თავიდანვე ვიცოდით ყველა ინფიცირებულის კონტაქტი. 

სკოლის გარდა, ჩვენ კიდევ სამი წყარო გვყავდა ინფიცირების, თუმცა არც ერთი არ გაგრძელდა და მხოლოდ 32-ე სკოლის კლასტერი შეგვრჩა. 

გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ზომების გამკაცრების საჭიროება იმერეთში, ამ ეტაპზე არ დგას. თუმცა, საბოლოოდ გამორიცხული არ არის ასეც მოხდეს, თუმცა, აქ არ იგულისხმება მთლიანად რეგიონის ჩაკეტვა, ვგულისხმობ - პოლიციურ ბლოკპოსტებსა და თერმოსკრინინგს,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

რაც შეეხება იმერეთის რეგიონში არსებულ საწოლების რაოდენობას ინფიცირებულებისთვის, ამაზე ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რომ ქუთაისსა და საჩხერეში ერთად 350 საწოლია COVID პაცინეტებისათვის. მისივე განმარტებით, თუ საწოლფონდის დამატების საჭიროება იქნება, ამის რესურსიც არსებობს. ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ მალე ქუთაისიდან კარავსაც აიღებენ, რადგან მომართვიანობა უკვე შემცირდა. 

ქუთაისში 2 საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი არ დაიწყო. მიზეზი კორონაირუსის შემთხვევები და იზოლაციაში გადასული თანამშრომლები არიან. ორივე სკოლის ყველა თანამშრომელი კარანტინიშია. საუბარია 32-ე და 24-ე საჯარო სკოლებზე. ქუთაისში დღეს, 13 ახალი შემთხვევაა. 



 

დღის ამბები