19 სექტემბერი 2020,   10:57
ვრცლად
მარტვილში კორონავირუსი სამართალდამცავს დაუდასტურდა

მარტვილში კორონავირუსი სამართალდამცავს დაუდასტურდა. ინფორმაცია "კურიერს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებია უფროსმა დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ბათუმია. ამ დროისთვის გამოვლენილია მისი შვიდი კონტაქტი.

ინფიცირებულ მამაკაცს, სავარაუდოდ, რუხის კლინიკაში მოათავსებენ.

დღის ამბები