როდემდე გაგრძელდება და რა პირობით შეზღუდვები, რომელიც სკოლებსა და ბაღებთან მიმართებაში მოქმედებს."ღამის კურიერის" ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ სტუდენტების და მოსწავლეების მობილობის ზრდა ვირუსის ახალი შემთხვევების მსგავსი რაოდენობის ფონზე მიზანშეუწონელია:
"ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც, რომ რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ, ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში. მოგეხსენებათ, საქართველოში სწავლას იწყებდა 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის ძალიან დიდი მობილობის ზრდა რამდენიმე დღეში. ჩვენ კარგად ჩავაბარეთ გამოცდა ეროვნულებზე, ახლა მართალი გითხრათ, როცა ზრდა გვქონდა ბოლო 6 დღის განმავლობაში, ასეთი დიდი მობილობა ცოტა შემაშფოთებელი იყო, დიდი მასა ამ 6-7 ქალაქშია, ამიტომ ორკვირიანი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მიზანშეწონილია," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჯერჯერობით, გამონაკლისის დაშვება არ იგეგმება არც პირველკლასელებისთვის.