ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 196 ახალი ინფიცირებულიდან 29 თბილისშია.
"აჭარა: ბათუმში არის 144 და ქობულეთში 1. თბილისში გახლავთ 29. იმერეთი: ქუთაისი 7 და საჩხერე 1 შემთხვევა. შიდა ქართლი: გორი - 4. ქვემო ქართლი, გარდაბანი - 3. გურია: ოზურგეთში - 4 შემთხვევა. ზემო სვანეთი- სამეგრელო: ზუგდიდი 2, ფოთში 1. მცხეთა მთიანერთში: მცხეთაში 1 შემთხვევა," - განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ.
მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარა კვლავ საყურადღებო წერტილად რჩება.
"დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ, იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია,"– განაცხადა ეზუგბაიამ.