19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
კორონავირუსი თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს დაუდასტურდა

კორონავირუსმა თბილისის მერიაშიც შეაღწია. ინფექცია მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს დაუდასტურდა. ცვლა, ვისთან ერთადაც ინფიცირებული მუშაობდა, იზოლაციაში გადავიდა. ასევე, "კურიერის" ინფორმაციით, ინფიცირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ინფიცირების წყარო ორივე შემთხვევაში გაურკვეველია.

ის ადამიანები, რომლებიც დაინფიცირებული სტუდენტის საცხოვრებელში იმავე სართულზე ცხოვრობდნენ, იზოლაციაში იმყოფებიან, ხოლო პირი, რომელთანაც სტუდენტს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, ანუ ვისთან ერთადაც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ანალიზები გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში და მათ პასუხებს ხვალ ელოდებიან.

რაც შეეხება მერიის თანამშრომელს,  მასთან კავშირში მყოფი პირების მონაცემები გადაგზავნილია ლაბორატორიაში, როგორც "კურიერს" თბილისის მერიაში განუცხადეს ინფექციის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან შესაბამისი ზომები დროულად მიიღეს.

 

დღის ამბები