17 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა კახეთში - რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევაა

დღეს კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაემატა. აქედან 1 ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება, რომლის პირველადი წყარო სასაზღვრო პოლიცის თანამშრომელია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორე მატანის, ქორწილის კლასტერის კონტაქტია.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით  მიმდინარეობს ყველა  შესაძლო კონტაქტის მოძიება.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევაა, აქედან 14 მატანშია,7 ველისციხეში, 9 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, სოფელ მატნის სოფელ შესვლელ-გასასვლელში, სპეციალურად მოწყობილ კარვებში რჩებიან ეპიდემიოლოგები  და ადგილობრივებს ტესტირებას უტარებენ, სამართალდამცველები კი მგზავრებს ტემპერატურას უმოწმებენ.

დღის ამბები