19 აპრილი 2024,   18:12
ვრცლად
ძალიან ცუდია, რომ ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, თავი უნდა შევიკავოთ - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ვითარება საგანგაშო არ არის.

მისივე თქმით, მოქალაქეები  უარს ისევ არ ამბობენ ფართომასშტაბიან ქორწილებზე, რა ძალიან ცუდია, რადგან, შედეგად ინფექციის ახალი კერები შეიძლება გაჩნდეს. 

"2-3 დღეა, თითქმის სტაბილური მონაცემებია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ PCR დიაგნოსტიკა მკვეთრად გაზრდილია, ბოლო 2 კვირაში თითქმის გაორმაგებულია. გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებულია 13 226 ტესტი. ასეთი გაზრდილი ტესტირების ფონზე, მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება.

ჩვენ, მოქალაქეებს მაღალი პასუხისმგებლობა გვქონდა, შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ, რეგულაციები შევასრულოთ.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ისევ არ ამბობენ უარს დიდ ქორწილებზე, კვლავ ტარდება, ეს ძალიან ცუდია. თავი შევიკავოთ, კარგია ეს ყველაფერი მაგრამ ვეცადოთ, დიდ თავყრილობებს თავი მოვარიდოთ, რათა დაავადება არ გავრცელდეს.

თუ რეგულაციებს შევასრულებთ, თავყრილობების შემცირებით და ნორმების გათვალისწინებით ეს მიღებული მონაცემები ალბათ სტაბილური იქნება და ამას ალბათ, მოჰყვება ახალი შემთხვევების შემცირება და დაღმართი. მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ ოჯახებს, საკუთარ თავს, მეგობრებს. დავიცვათ ერთმანეთი,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები