25 აპრილი 2024,   16:53
ვრცლად
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები პროკურატურაში ექსპერტიზის ახალი დასკვნების გასაცნობად იმყოფებიან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები დილიდან თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან. ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ეკა ქობესაშვილის განცხადებით, ისინი საგამოძიებო უწყებაში ექსპერტიზის ახალი დასკვნების გასაცნობად დაიბარეს.

"დაგვიკავშირდა გამომძიებელი და გვითხრა რომ მოსულია ექსპერტიზის ახალი დასკვნა კომპიუტერთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი დეტალები არ გვითხრა, დღეს მოვედით, რომ გავეცნოთ,"- აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პირობას დებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე აუცილებლად იქნება ბოლომდე გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები დასჯილი.

"ყველასთვის დამღუპველი იქნება და იმ ადამიანებისთვის მითუმეტეს, რომლებიც მფარველობენ, რაც არ უნდა გააკეთონ, რაც არ უნდა ქმედებები განახორციელონ, რაც არ უნდა იმედი ჰქონდეს ვინმეს, რომ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია ძალაში დატოვონ და ამითი დაასრულონ ყველაფერი, ადრე თუ გვიან, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მაინც მოვატრიალებთ და ყველა იქნება პასუხისმგებელი, თამუნა ბაჩალიაშვილის მკვლელობაში ვისაც აქვს მონაწილეობა მიღებული," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღის ამბები