25 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის შემდეგ კიდევ ხუთი ქვეყანა განიხილავს

ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის შემდეგ კიდევ ხუთი ქვეყანა განიხილავს.

ინფორმაციას დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ავრცელებს. თეთრი სახლში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ ხუთ სახელმწიფოზეა საუბარი, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს ქვეყნები ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან არიან.

მედიის ინფორმაციით, ომანი შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას გეგმავდეს.

მანამდე დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას საუდის არაბეთიც დათანხმდეს.

დღის ამბები