25 აპრილი 2024,   16:14
ვრცლად
აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4000 PCR ტესტი ჩატარდა - კორონავირუსი 128 პირს დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში PCR კვლევა 4 ათასზე მეტ პირს ჩაუტარდა,  აქედან 128 კოვიდდადებითია. ინფიცირებულთა შორის არიან ორსულები, არასრულწლოვნები, მედიკოსები და სხვადასხვა მცირე სამეწარმეო ობიექტის თანამშრომლები.

აჭარაში სულ 900-მდე ინფიცირებულია, აქედან 519 სტაციონარში აგრძელებს მკურნალობის კურსს, 377 კი კოვიდკარანტინში.

საკარანტინო სივრციდან 34 პირი ბინაზე გაეწერა, დღის ბოლომდე კიდევ 2 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

დღის ამბები