26 აპრილი 2024,   18:44
ვრცლად
ხაშურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს დღეს ბრალი წაუყენეს

ხაშურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს დღეს ბრალი წაუყენეს. რამდენიმე საათში სასამართლო გაიმართება, რომელზეც მოსამართლემ აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ბრალი დაკავებულს 2 მუხლით აქვს წაყენებული - განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება და იარაღის შენახვა-ტარება.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, მკვლელობის მიზანი მამაკაცს არ ჰქონია, გასროლა თავდაცვის მიზნით მოხდა და დაღუპულს ფეხში ანასხლეტი ტყვია მოხვდა.

შეგახსნებთ, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სამშენებლო მასალების კომპანიაში მენეჯერმა გაისროლა, რასაც მისი ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალება მოჰყვა. 

დღის ამბები