26 აპრილი 2024,   19:13
ვრცლად
თერჯოლაში პრემიერმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

თერჯოლაში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამამუშავებელი საწარმო პრემიერ-მინისტრმა მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

მათთან ერთად იმყოფებოდნენ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან წაქაძე და თერჯოლის მერობის კანდიდატი ლაშა გოგიაშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საწარმოში საერთო ჯამში 750 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიაში 17 ადამიანია დასაქმებული.

დღის ამბები