23 აპრილი 2024,   22:59
ვრცლად
დავით ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილის საქმეზე არსებულ სატელიტის ფოტოებზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს

რატომ არ საჯაროვდება იმ პირის ვინაობა, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სატელიტის დამონტაჟებული ფოტო გაავრცელა - დავით ფურცხვანიძე ამბობს, რომ წყაროს ვინაობა პირველ ჯერზე დაასახელა და მონაცემები გამოძიებას აქვს.

ფურცხვანიძე ფოტოზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

"იქნება დადასტურებული, რომ ეს არ არის კვალიფიციური შედგენილი პასუხი ამ ექსპერტიზისა და მეორე ჩვენ დამატებით კიდევ, უკვე სხვა თანამგზავრებიდან გვექნება დუბლირება იმ ადგილის ფოტოებისა, ეს იქნება ძალიან მალე.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით როდესაც იყო შეკითხვა, ვინ არის წყარო, იქიდან ვინც გამოაგზავნა, გაცემულია კონკრეტული პასუხი, ხაზგასმით გეუბნებით, კონკრეტული სახელი, გვარი. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, გასაჯაროვდეს," - განცხადა დავით ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ სატელიტური ფოტოები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა.

დღის ამბები