ტელეკომპანია "რუსთავი 2" ახალ პროექტს იწყებს - "დიდი ამბავი", გადაცემა რომლის ფორმატიც სრულად გასართობი იქნება.
ახალი სატელევიზიო პროექტის წამყვანები იქნებიან - ნიკა ლომიძე, მსახიობი ანკა ვასაძე და "ხმა", რომლის ვინაობაც საიდუმლო იქნება როგორც მაყურებლისთვის, ასევე სტუმრებისთვისაც.
მაყურებელი გადაცემაში სტუმრად იხილავს ყველასათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ადამიანებს, იქნება ბევრი იუმორი, სახალისო თამაშები, მუსიკალური სესიები, სადაც ცნობილი არტისტები ცოცხლად შეასრულებენ მათ რჩეულ კომპოზიციებს. "დიდი ამბავი" "რუსთავი 2"- ის ეთერში ყოველ შაბათს, 23:00 საათზე დაიწყება.