ქალი, რომელზეც ქმარი ძალადობდა ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა. 2 წლიანი თანაცხოვრების დროს 25 წლის ქალი არაერთხელ გამხდარა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი, მათ შორის ორსულობის დროსაც, ბოლო შემთხვევა კი ქმრის დაჭრით დასრულდა. განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ახლა მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღეს კიდევ ერთი მსგავსი ფაქტის შესახებ გახდა "კურიერისთვის" ცნობილი, ამჯერად 41 წლის ქალმა მიაყენა დანით დაზიანება საკუთარ ქმარს, თუმცა ის სასამართლომ უკვე გაამართლა.