17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
"ევროპული საქართველო" ზუგდიდის მერის უფლებამოსილების დროებით შეწყვეტას მოითხოვს

"ევროპული საქართველო" ზუგდიდის მერის უფლებამოსილების დროებით შეწყვეტას მოითხოვს. პარტიის ადგილობრივ ოფისში ამბობენ, რომ მერიამ უარი თქვა სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირებაზე, რადგან მერს საკუთარი თავისა და აქტივის დაჯარიმება მოუწევდა.

საუბარია "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატისთვის მმართველი გუნდის კანდიდატის პლაკატების გადაკვრაზე. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მერი, რომელიც ამავე დროს, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსია, მიკერძოებულია.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ამბობს, რომ, მას, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირს, აქვს უფლება ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, დაგვიანებით შეტანილი განცხადების გამო, კანონდამრღვევი პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

დღის ამბები