უზბეკური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტაშკენტის "პახტაკორის" მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ძმა ეხმაურება.
როგორც არჩილ არველაძემ "კურიერთან" განაცხადა, კორონავირუსი, ჯერჯერობით, მხოლოდ სწრაფი ტესტით დადასტურდა და უახლოეს პერიოდში შოთა არველაძე PCR ტესტს გაიკეთებს.
არჩილ არველაძის თქმით, ადრე იყო შემთხვევა, რომ სწრაფი ტესტის პასუხი იყო დადებითი და PCR ტესტით არ დადასტურდა:
"კატარში არის აზიის ქვეჯგუფის თამაშები, ყველა გუნდი იქ არის, ყოველდღე გადიან ამ სწრაფ ტესტებს. დღეს ამოუვიდა პოზიტივი სწრაფ ტესტში და ახლა ველოდები, რომ ჩავაბარო PCR ტესტი, რომ გადავამოწმოო. ადრეც ჰქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ სწრაფ ტესტში ამოუვიდა და მერე PCR-ით არ დაუმტკიცდა," - განაცხადა არჩილ არველაძემ.