ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 227 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 61-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 99 პაციენტი გადის, მათგან 97-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს. მძიმე მდგომარეობაშია 7 პირი, საშუალო სიმძიმისაა 33.
ამბულატორიულად (თვითიზოლაციაში) გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.