19 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აიკრძალა - ეპიდვითარების გამო რეგიონში რამდენიმე შეზღუდვა ამოქმედდა

პანდემიის მართვის პროცესში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა ამოქმედდა, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს. მიზეზი რეგიონში არსებული რთული ეპიდვითარებაა. იკრძალება როგორც ავტობუსების ასევე სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება. მოქალაქეებს მხოლოდ ტაქსით ან კერძო ავტომობილით სარგებლობა შეეძლებათ.

უკვე ხვალიდან კი ბათუმის მიმართულებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობაც იზღუდება. ასევე აჭარაში დღეიდან კაფე-ბარები და რესტორნები მხოლოდ საღამოს 10 საათამდე იმუშავებენ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეს მცირე შეზღუდვები წესდება იმისთვის, რომ გარკვეულწილად შემცირდეს მობილობა.

"დაკეტვის რისკი მხოლოდ მაშინ დადგება თუ ეპიდემია მიიღებს უკონტროლო ხასიათს,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ვარაუდობს, რომ შეზღუდვები გრძელვადიანი არ იქნება და ის ეპიდემიის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

დღის ამბები