19 აპრილი 2024,   16:08
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული სრულწლოვნების პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. დაიკითხებიან მოწმეები. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზემოქმედებას ცდილობს.

გიგა ტატიაშვილის ადვოკატის გიორგი ყოფშიძის თქმით, ის ჯერჯერობით არანაირი შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. ამასთან ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობას.

"პირდაპირ ჩანს რომ ტატიაშვილი საერთოდ არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდა ამ ძალადობაში," - აცხადებს გიორგი ყიფშიძე.

საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი დავით ჭიკაიძე ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

 

დღის ამბები