20 აპრილი 2024,   00:12
ვრცლად
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე იკითხება - რა ჩვენების მიცემას აპირებს ვახტანგ ახვლედიანი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმე იკითხება. დაზარალებული ვახო ახვლედიანი სასამართლოში ცოტა ხნის წინ, საკუთარ ადვოკატთან ერთად მივიდა. ის ჩვენებას მისცემს 6 არასრულწლოვანის საქმეზე, რომელიც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. პარალელურად ჩანიშნულია 11 სრულწლოვანი პირის პროცესიც.

ვახო ახვლედიანი არის პირი, რომელმაც სიკვდილამდე ყველაზე ბოლოს ნახა გიორგი შაქარაშვილი. ახვლედიანმა და ახალგაზრდა ფეხბურთელმა ერთად გადაუხვიეს ცენტრალური მაგისტრალიდან მეორეხარისხოვან გზაზე იმ დროს, როდესაც მათ ანგარიშსწორების მიზნით, თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები მისდევდნენ.

ვახტანგ ახვლედიანმა სასამართლოში მისვლისას მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტები ადვოკატთან გადაამისამართა.

"ვახტანგ ახვლედიანი დღეს დაიკითხება იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ის იყო მანამდე დაკითხული, ბუნებრივია ის დაადასტურებს მის მიერ მიცემულ ჩვენებებს," - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა, თუმცა დეტალებზე არც მან ისაუბრა იმ მოტივით, რომ საქმე არასრულწლოვან ბრალდებულებს ეხება და პროცესი დახურულია.

არასრულწლოვან ლ.შ-ს ადვოკატის ზაქარია გვიშიანის განცხადებით, მათ ვახტანგ ახვლედიანთანაც იგივე შეკითხვები ექნებათ, რაც იაკობ ბრეგვაძესთან ქონდათ, რომელიც გუშინ დაიკითხა.

ვახო ახვლედიანის დედა ნინო გოგილაშვილი მიიჩნევს, რომ ის პირები, რომლებიც მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სათანადოდ უნდა დაისაჯონ. 

დღის ამბები