19 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
საპროცესო შეთანხმების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბრალის აღიარება - პროკურორი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებზე

მცხეთაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო პროცესი იმართება. საქმის პროკურორი საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკების დაწყებას არ გამორიცხავს. საქმე ეხება 126-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, რაც ძალადობას გულისხმობს.

"საპროცესო შეთანხმება არის მოლაპარაკების საგანი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ბრალის აღიარება. მოლაპარაკების წარმოება არის ბრალდებულის უფლება, შესაბამისად მათ სურვილის შემთხვევაში მოლაპარაკებისთვის შესაძლოა მომართონ ბრალდების მხარეს და ბრალდების მხარე განიხილავს," - განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

დღის ამბები