ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლდა, ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ხვიჩა მღებრიშვილს სავალდებულო კარანტინს გავლა მოუწევს და ოჯახში მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება.
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული პირი რამდენიმეთვიან უკანონო პატიმრობაში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იმყოფებოდა, მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ კი გუშინ, ერგნეთში გამართული რიგით 97-ე შეხვედრის შემდეგ გაცხა ცნობილი.