26 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
ამერიკელი კონგრესმენი: საქართველოს მთავრობის ნაბიჯები აბრეშუმის გზის ციფრული დერეფნის პროექტს აფერხებს

ამერიკელი კონგრესმენი კენ ბაკი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები აბრეშუმის გზის ციფრული დერეფნის პროექტს აფერხებს. ამერიკელი კანონმდებლის წერილი კონგრესის საიტზეა განთავსებული.

როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, პროექტის შეფერხება რეგიონში რუსეთისა და ირანის ციფრული გავლენას გაზრდის.

კენ ბაკი წერს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები იმისათვის, რომ  მოიზიდოს ახალი საერთაშორისო ინვესტიციები. კონგრესმენი შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ ამ საკითხების მნიშვნელობა საქართველოს მთავრობასთან დასვას და დარწმუნდეს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა შექმნას გარემო, რომელიც ინვესტორებს პროექტების განვითარების საშუალებას აძლევს, რაც თავის მხრივ პრევენცია იქნება, საქართველო ირანისა და რუსეთის გავლენის სფეროში არ მოექცეს.

დღის ამბები