19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს შაქრიანი დიაბეტი და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა

კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. COVID-19-ის მორიგი მსხვერპლი 59 წლის ქალია ბათუმიდან. ის აჭარიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, ექიმების თქმით, პაციენტს თანმდევი დაავადებები და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა, მას შაქრიანი დიაბეტიც ჰქონდა.

"21 სექტემბერს აჭარიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ჩვენს კლინიკაში 59 წლის ქალბატონი შემიყვანა, რომლის ანამნეზიც თავიდანვე მძიმე იყო. მაქს ჰქონდა გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი და ორმხრივი პნევმონია. შესაბამისად პაციენტი მძიმედ იყო. მას ჩვენს კლინიკაში ყველა რეანიმაციული ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- აცხადებს ქუთაისის კლინიკა ”ლჯ და კომპანია" - ფილტვისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის" სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაფერიძე.

დღის ამბები