26 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
მოსკოვში ე.წ კანონიერი ქურდი გარდაიცვალა, რუსული მედია თვითმკვლელობაზე საუბრობს

ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტი კახაბერ ფარფალია, იგივე “კახა გალსკი”, რუსეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. მოკლეს თუ თავი მოიკლა ე. წ. კანონიერმა ქურდმა, უცნობია.

არსებობს 3 ვერსია - ინსულტი, თავის ჩამოხრჩობა და მკვლელობა. რუსული მედია აქტიურად წერს თვითმკვლელობაზე. ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.

ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. საუბრობდნენ იმაზეც, რომ ფარფალია აკონტროლებდა ე. წ. ქურდულ “საერთოს”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გროვდებოდა.

დღის ამბები