26 აპრილი 2024,   21:50
ვრცლად
განიხილავენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების საქმეს ნაფიცი მსაჯულები - წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

განიხილავენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს ნაფიცი მსაჯულები - საკუთარი გადაწყვეტილება ბრალდებულმა ახალგაზრდებმა დღეს უნდა გაასაჯაროონ. ამის შესახებ ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე გახდება, რომელიც რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს, თუმცა, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ პროცესის გადაიდება. 

იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით ბრალდებულებს განსხვავებული პოზიციები ექნებათ, საქმე ცალ-ცალკე წარმოებად გაიყოფა. უფლებადამცველები სასამართლოს საქმის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობითაც მიმართავენ.

"გაგრძელდება წინასასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილება საკითხი, გადაეცემა საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს, თუ საქმეს განიხილავს სასამართლო. იმ შემთხვევაში, თუ საქმე არ გადაეცემა ნაფიც მსაჯულებს, უნდა გადაწყდეს გადაცემის საკითხი სასამართლოსათვის, ან ზოგადად, დევნის შეწყვეტის საკითხი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს შუამდგომლობა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, თუმცა დიდი მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო გაიზიარებს, არ გვაქვს," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.

 

დღის ამბები