16 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
"სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ" - სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენა შედგა

"სარა ბარა ბზია ბზბოიტ, ანუ მე შენ მიყვარხარ" - ასე ჰქვია რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილისა და ანა მირიანაშვილის ერთობლივ პიესას, რომლის ჩვენებაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შედგა.

სპექტაკლი არ არის თეატრალური წარმოდგენა კლასიკური გაგებით. ის უფრო სპექტაკლი-აქციაა.

ჩვენებას შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრო. 

"ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიბრუნოთ ადამიანები, აფხაზეთში მცხოვრები და შემდეგ ვიფიქროთ მიწის დაბრუნებაზე. სპექტაკლი არის სწორედ ამაზე, რომ ჩვენ ვიპოვოთ საერთო წერტილები ურთიერთობისთვის. უფრო სწორედ, ის ნაპოვნია დიდი ხნის წინ, აღვადგინოთ ეს წერტილები და მოვახერხოთ და მავთულხლართი ავიღოთ ჩვენი გულებიდან და შემდეგ უკვე ძალიან ადვილი იქნება ფიზიკურად ამ მავთულხლართის აღება," - განაცხადა რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა.

"სიყვარულს ნამდვილად შეუძლია საზღვრების გარღვევა, განსაკუთრებით ხელოვნურის. ამ სპექტაკლის იდეა მთლიანად ეხმიანება საქართველოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას. თანაცხოვრების მეგობრული და სიყვარულზე დამყარებული ისტორია, აფხაზი და ქართველი ხალხის ურთიერთობის, აუცილებლად გარდაიქმნება ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების წარმატებულ განხორციელებაში და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს," - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა.

დღის ამბები