20 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
პირველი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასამდე მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის სასკოლო ოთახებში წარმართვა ძალაში რჩება

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან სასკოლო სწავლების დაწყება საკლასო ოთახებში 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის ძალაში რჩება. გამონაკლისია აჭარა, სადაც სკოლებში სწავლა გამონაკლისების გარეშე, დისტანციურად გაგრძელდება. 

განათლებისა, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 1-დან 6-ე კლასის მოსწავლეების მშობლებს სამინისტრო განათლების მიღების ალტერნატიულ საშუალებასაც სთავაზობს :

"თუ 1-დან 6-ე კლასის მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი გააგრძელონ დისტანციური ფორმით, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

7-დან 12-ე კლასამდე მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ. 

აღნიშნული არ ეხება აჭარის რეგიონს, სადაც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება. 

 

დღის ამბები