23 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ზუგდიდის სამი სკოლის მოსწავლეებს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს - სკოლებში კორონავირუსი დაფიქსირდა

ზუგდიდის სამ სკოლაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო სწავლა შეწყდა და დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, მოსწავლეებს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს.

ინფექცია სამივე სკოლაში სულ 14 მოსწავლეს დაუდასტურდა. სავარაუდოდ, მათი ინფიცირების წყარო რეპეტიტორია, რომელსაც COVID-19 ორი დღის წინ აღმოაჩნდა.

თვითიოლაციის რეკომენდაცია  დაახლოებით 800-მდე მოსწავლეს და 100-მდე მასწავლებელს მიეცა.

"დილით ჩვეულებრივად დავიწყეთ სასწავლო პროცესი და ჯანდაცვის საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გადავსულიყავით დისტანციურ სწავლებაზე. დღევანდელ დღეს სასწავლო პროცესი შეწყდება, ხვალიდან გადავალთ დისტანციურ სწავლებაზე," - განაცხადა რუხის საჯარო სკოლის დირექტორმა გოგი თორიამ.

"სკოლა დროებით გადადის ონლაინსწავლების რეჟიმში. თვითიზოლაციის რეკომენდაციები აქვს ყველას, მთელ სკოლის მოსწავლეებს. მშობლებთან რეკავენ კლასის დამრიგებლები და დააკვირდებიან ბავშვებს თვითიზოლაციის გავლის პერიოდში, თუ ცხელება დაუდგინდათ, მიმართავენ ცხელების ცენტრს," - განაცხადა ინგირის საჯაროა სკოლის დირექტორმა ინეზა კვიტატიანმა.

გარდა ამისა, სამცხე-ჯავახეთის მესამე მუნიციპალიტეტში კორონავირუსი გავრცელდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის "კოვიდ - 19" მას შემდეგ დაუდასტურდა პირებს, რაც ისინი აჭარიდან დაბრუნდნენ სახლში.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ადიგენის 6 სოფელშია გავრცელებული კორონავირუსი. დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა სოფელ ჭეჭლაში, სადაც 11 პირს აქვს კორონავირუსი დადასტურებული.

ჩაკეტილ მუნიციპალიტეტ ასპინძაში, სადაც მედდას ვირუსი დაუდგინდა, ეპიდემიოლოგები ისევ მუშაობენ, 200-მდე ადამიანი იზოლაციაში იმყოფება.

"ბათუმიდან მოსულმა ჩამოიტანა აქ და შემდეგ ოჯახის წევრებს გადასდო. რომ გავიგეთ ასეთი მდგომარეობაა გავაქტიურდით და აღარ ვეკარებით ერთმანეთს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები