17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
დაუყოვნებლივ შეწყდეს კონფლიქტი და აღდგეს დიალოგი - ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტით მსოფლიო შეშფოთებულია

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ეხმაურებიან. შეწყდეს კონფლიქტი, თან დაუყოვნებლივ, აღდგეს დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე - ეს შეშფოთებული მსოფლიოს რეაქციაა. სხვა ალტერნატივას გლობალური პოლიტიკა ვერ ხედავს. ტონი მკაცრია. განცხადების ავტორები კომპრომისს გამორიცხავენ.

შეიარაღებული დაძაბულობა, რაც საქართველოს სამეზობლოში ხდება მსოფლიო ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის უკიდურესად საგანგაშო სიგნალია. რეგიონში საომარი მოქმედებების განახლებამ გაეროს გენერალური მდივნის ტონი მტკიცე გახადა. ანტონიო გუტიერეში მხარეებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარეებთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. მიზანი - საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებაა.

ამერიკის შეერთებული შტატებს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია ოფიციალურ ბაქოსა და ოფიციალურ ერევანთან. მთავარი მოწოდება - ძალადობის დაუყონებლივ შეწყვეტაა.

სამხრეთ კავკასიაში საომარ მოქმედებებში ყოვლისმომცველი ომის საფრთხეს ხედავს ევროკავშირი. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, გაერთიანება საერთაშორისო ძალების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

დღის ამბები