ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, საგანმანათლებლო პროცესი ეტაპობრივად, დისტანციური მეთოდიდან სასწავლო დაწესებულებებში გადაინაცვლებს.
ცვლილება შეეხება როგორც სკოლებს, ასევე საბავშვო ბაღებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს. გამონაკლისი მხოლოდ წითელ ზონად გამოცხადებული აჭარის რეგიონი იქნება.
ქვეყნის მასშტაბით 3 000 -მდე სკოლა პანდემიასთან დაკავშირებული სტანდარტების დაცვის კუთხით უკვე შემოწმდა.
შრომის ინსპექციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ყველა მათგანში ტექნიკური აღჭურვილობა ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს.