"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი და პარტიის სხვა წევრები, კახეთის სოფელ კალაურში იმყოფებოდნენ.
ისინი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. გიორგი ვაშაძემ მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
"ხალხს ყურძენი უფუჭდება. "საფერავი" ერთი ლარი და "რქაწითელი" 80 თეთრია, ეს ორჯერ ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს იყო. უმძიმესი ვითარებაა და ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს შიმშილი კიდევ უფრო შეაწუხებს. წლევანდელი რთველი ტოტალურად ჩააგდეს, იმიტომ, რომ ისევ საკუთარ თავზე და კმაყოფაზე ფიქრობენ მხოლოდ,"- აცხადებს ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან "სტრატეგია აღმაშენებელი" გიორგი ვაშაძე.