26 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გამო კიდევ ერთი სკოლა დაიხურა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გამო კიდევ ერთი სკოლა დაიხურა. საუბარია სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაზე, სადაც კორონავირუსი სკოლის ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლა დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

ამავე სკოლაში საარჩევნო უბანია განთავსებული. გარდა ამისა, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ქარიატას სკოლის მძღოლის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს, სულ ექვს პირს, ასევე, ფოთში 6 ადამიანს, რომელთაგან ერთი ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოს მაცხოვრებელია.

ასევე, ზუგდიდში კარანტინში მყოფ პირსა და უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი საზღვარზევე დაუდგინდა. ასევე, ზუგდიდში ინფიცირებულ მოსწავლეებს რეპეტიტორის კლასტერიდან კიდევ ორი მოსწავლე დაემატა. სულ რუხისა და ფოთის საავადმყოფოებში ამ დროისთვის 100-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები