კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
60 წლის ქალი აჭარის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
დღეის მდგომარეობით ეს კორონავირუსით გარდაცვლილი მე-3 პაციენტია.
"გარდაცვლილი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ღამით შემოვიდა. მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იყო, ის ასევე ჭარბი წონის იყო, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება და არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა,"- აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.