17 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
დაახლოებით 6 700 ჰექტარი ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოხვდა - არქიმანდრიტი კირიონი

არქიმანდრიტი და დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი მამა კირიონი (ონიანი) "დღის კურიერის" ეთერში დავით გარეჯის სადაო საკითხზე საუბრობს.

არქიმანდრიტი აცხადებს, რომ დაახლოებით 6 700 ჰექტარის ტერიტორია მოხვდა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ.  მათ შორის, მოხვდა 2 მონასტერი და განშორებული მონაზვნების ერთი მცირე საცხოვრისი. ის აცხადებს, რომ დავით გარეჯის აღნიშნულ ტერიტორიაზე 24 წლის წინ მოვიდა და აზერბაიჯანის იურისდიქცია აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ ვრცელდებოდა.

"საკმაოდ დიდ მონაკვეთზეა აქ საუბარი, მინიმუმ 6 700 ჰექტარ ტერიტორიაზე თუ არა მეტზე, ამას მე ვერ გავშლი ბოლომდე ამ თემას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი დავა ეხება იმას, სადაც მე ვცხოვრობდი, ანუ დავით გარეჯს, სადაც ეს საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა, პირდაპირ მტკივნეულად აისახებოდა ჩვენზე.

ეს არის ჩიჩხიტურის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი, ვერან-გარეჯის მცირე სამონასტრო განსაშორი - 2 მონასტერი და ერთი სოხასტერი, რომელიც ნიშნავს მცირე საცხოვრისს, განშორებული მონაზვნებისას მთლიანად მოექცა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, რაც წარმოუდგენელი იყო.

მე მივედი დავით გარეჯში 24 წლის წინ და ამ ისტორიის შემსწრე ვარ, რომ აზერბაიჯანული მხარე იმ ტერიტორიებზე ახლოსაც კი არ მოდიოდა, მისი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა ახლოშიც კი. ჩვენ ფერდის გადაღმა მხარეში ბერთუბანში მივდიოდით, რომელიც მართლაც სადაო ტერიტორიაა," - განაცხადა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა მამა კირიონმა.

დღის ამბები