25 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
34 მილიონზე მეტი ინფიცირებული - მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 34 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს, გლობალურად, მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით, პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც ვირუსი 7,2 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზეა ინდოეთი, ხოლო მესამეა ბრაზილია.

ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან ევროპაშიც. განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ესპანეთში. ვირუსის შემთხვევების მატების გამო დღეიდან მადრიდში კარანტინი უნდა ამოქმედდეს. ვირუსის მეორე ტალღის გამო დღეიდან საგანგებო მდგომაროება ხელახლა გამოაცხადეს სლოვაკეთში. ანალოგიური რეჟიმი 5 ოქტომბრიდან ამოქმედდება ჩეხეთში. ვირუსის 12 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთში.

დღის ამბები